,,ა’’ ლიგის მონაწილე ,,დელტას’’ მთავარ მწვრთნელს ლექსო ლაფანაშვილს ზაზა გაბისონიას შემდეგ მეორე ასისტენტად ასევე ვეტერანი კალათბურთელი ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბა დაუნიშნეს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ლაფანაშვილმა განუცხადა.
ტუჯანი-ტალბა საქართველოში 21-ე საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა და სუპერლიგის თითქმის ყველა წამყვან გუნდში აქვს ნათამაშები. პარალელურად მუშაობს ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში, სადაც ბავშვებს ავარჯიშებს. ტუჯანი წარმოშობით არის კამერუნელი (აფრიკა) და ამჟამად საქართველოს მოქალაქეა.