ფეხბურთი

18:22 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევრო 2019-ის შესარჩევს პოლონეთით იწყებს

საქართველოს 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სექტემბრიდან ჩაებმება. როგორც უკვე გაუწყეთ, ნიონში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად, გია გაგუჩაძის გუნდი მე-3 ჯგუფში დანიის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვისა და ფარერის კუნძულების ნაკრებთან ერთად მოხვდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ქართველი ფეხბურთელები შესარჩევის პირველ მატჩს 1 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე, პოლონეთის ნაკრებთან ჩაატარებენ, ასევე პოლონეთთანაა დაგეგმილი დასკვნითი შეხვედრაც - 2018 წლის 16 ოქტომბერს.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

2017 წელი

1 სექტემბერი

საქართველო - პოლონეთი

6 ოქტომბერი

დანია - საქართველო

10 ოქტომბერი

ფარერები - საქართველო

10 ნოემბერი

საქართველო - ფინეთი

14 ნოემბერი

საქართველო - ლიტვა

2018 წელი

23 მარტი

საქართველო - ფარერები

27 მარტი

საქართველო - დანია

7 სექტემბერი

ლიტვა - საქართველო

12 ოქტომბერი

ფინეთი - საქართველო

16 ოქტომბერი

პოლონეთი - საქართველო

შესარჩევ ტურნირში 54 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 9 ექვსგუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ჯგუფის გამარჯვებულები ფინალური ტურნირის საგზურს პირდაპირ მიიღებენ, მათ დაემატება მასპინძელი იტალია (თანამასპინძელ სან მარინოს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს თამაში), ხოლო კიდევ ორი საგზური ჯგუფების ოთხ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის პლეი-ოფში გათამაშდება.

0.116295