სხვა

16:40 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მეორე ეტაპი 28-29 იანვარს გაიმართება

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გენერალურ სპონსორ კომპანია"სილქნეტისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, 28 და 29 იანვარს ბაკურიანში 2016-2017 წლის საქართველოს თასის მეორე ეტაპს (გიგანტური სლალომი და სლალომი) გამართავს.

ეს შეჯიბრება ბაკურიანობის ფარგლებში ჩატარდება. პირველ დღეს გიგანტური სლალომი დიდველის ტრასაზე გაიმართება. სლალომი კი კოხტა გორაზე ან მიტარბის ახალგახსნილ ტრასაზე ჩატარდება.

სპორტსმენი გოგონები და ვაჟები, როგორც ყოველთვის, სამ ასაკობრივ ჯგუფში განაწილდებიან:

ბავშვები I, დაბადების წელი 2003-2004

ბავშვები II, დაბადების წელი 2001-2002

მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2000 და უფროსი ასაკი.

შეჯიბრების დასასრულს სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის გათამაშების ყოველი ეტაპის შესახებ მზადდება სპეციალური ფილმი, რომელიც ტელემაუწყებელი - ,,სილქთივის“ სპორტული არხების მეშვეობით გადაიცემა და სოციალურ ქსელში ვრცელდება.


რაც შეეხება საქართველოს სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრებს, ისინი ევროპაში იმყოფებიან და ემზადებიან მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც თებერვალში შვეიცარიაში გაიმართება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრესსამსახური

0.122876