ჭადრაკი

16:12 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო

გიბრალტარის დიდ საერთაშორისო ტურნირზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა (2492) და ლიდერთა შორის იმყოფება. ამჯერად მან ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ბენჯამინ ნიუბერი (1879) დაამარცხა.

შედარებით ძლიერი მეტოქეები ჰყავდათ ლელა ჯავახიშვილს ( 2455) და ბელა ხოტენაშვილს (2430) , რომლებსაც ამჯერად ხელი მოეცარათ. ჯავახიშვილი ივან ჩეპარინოვთან (ბულგარეთი, 2689), ხოლო ხოტენაშვილი ბონელი ედუარდო იტურიცასთან (ვენესუელა, 2652) დამარცხდა.

მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ნინო ბაციაშვილი - ვარუჟან აკობიანი (2633, აშშ)

ლელა ჯავახიშვილი - უდი ვაისბუხი (2240,ისრაელი)

ბელა ხოტენაშვილი - დავიდ გლუკმანი (2215, სამხრეთ აფრიკა)

როგორც კოეფიციენტებიდან ჩანს, ამჯერად ბაციაშვილს ჰყავს შედარებით ძლიერი მეტოქე, ხოლო ჯავახიშვილი და ხოტენაშვილი შედარებით სუსტ მოჭადრაკეებს ხვდებიან.

0.114593