კალათბურთი

10:44 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას “გოლდენ სტეიტმა” “შარლოტ ჰორნეტსს” აჯობა

ზაზა ფაჩუალიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “შარლოტ ჰორნეტსი” 113:103 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე მხოლოდ 13 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა ერთი ორქულიანი ვერ გამოიყენა და 2-დან ორივე საჯარიმო ზუსტად ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც “მეომრებმა” მეტოქე 38:23 დაამარცხეს. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა, კარიმ 28 ჩააგდო, ხოლო “შარლოტში” კემბა უოლკერი 26 ქულით გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 39 მოგებით და შვიდი მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება. “ოქროს შტატელები” მომდევნო შეხვედრაში “კლიპერსს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 29 იანვარს, თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.

0.118457