ფეხბურთი

15:26 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლას პალმასმა” არაუხო საბერძნეთში გაანათხოვრა

“ლას პალმასმა” არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო არაუხო ბერძნულ აეკში გაუშვა – წერს ორივე კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

24 წლის ფორვარდი ათენური კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიცავს, ხოლო 30 ივნისს “ლას პალმასთან” მოქმედი ხელშეკრულება ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

არაუხო კანარული კლუბის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და ერთი პერიოდი ლიდერადაც ითვლებოდა, თუმცა შემდგომ სიტუაცია აერია და რამდენჯერმე სკანდალშიც გაეხვა. 24 წლის ფორვარდმა “ლას პალმასის” მაისურით 87 შეხვედრა ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. აქედან 12 მატჩი, 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიმდინარე სეზონზე მოდის.

0.119195