ფეხბურთი

21:53 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერმა” ორი ფეხბურთელი გაუშვა

პრემიერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერმა” გუნდიდან ორი მოთამაშე: მცველი ლუის ერნანდესი და ნახევარმცველი მეტი ჯეიმსი გაუშვა. აღნიშნული ინფორმაცია “მელიების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“კინგ პაუერ სთედიუმის” ბინადრებმა 27 წლის ერნანდესი 2 მილიონ ევროდ “მალაგაში” გაასხვისეს, ხოლო 25 წლის ჯეიმსი “ბარნსლიში” სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

ერნანდესი “ლესტერში” გასულ ზაფხულში “ხიხონიდან” გადავიდა და ინგლისის ჩემპიონების მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ჯეიმსს, რომელიც “მელიების” ღირსებას 2012 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში პრაქტიკა საერთოდ არ ჰქონდა და პრემიერლიგაში მოედანზე გასვლა მხოლოდ 1 წუთით მოუწია.

0.132687