ფეხბურთი

22:19 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: პსჟ-მ “ახალი რონალდუ” შეიძინა

საფრანგეთის ჩემპიონი “პარი სენ ჟერმენი” ზამთრის მიმდინარე სატრანსფერო აქტიურობას განაგრძობს. როგორც პსჟ-ს ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება, ამიერიდან მის ღირსებას პორტუგალიელი ნახევარმცველი გონსალო გუედეში დაიცავს. ლისაბონის “ბენფიკას” 20 წლის შემტევი უკვე პარიზში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია ტრანსფერის ფინანსური დეტალები და თუ როდემდე გააფორმა გუედეშმა კონტრაქტი ფრანგებთან.

გონსალო გუედეშს სამშოლოში საინტერესო მეტსახელი გააჩნია: “ახალი რონალდუ”. იგი “ბენფიკას” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ნიჭიერმა ფეხბურთელმა “არწივების” რიგებში 27 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. პორტუგალიელი ფეხბურთელი პსჟ-ს მეორე შენაძენია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში იულიან დრაქსლერის შემდეგ.

0.11755