ფეხბურთი

23:40 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“შალკემ” “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი დაიმატა

გერმანულმა “შალკემ” “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი დანიელ კალიჯური შეიძინა. ამის შესახებ გელზენკირხენული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 29 წლის ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

დანიელ კალიჯური “ფრაიბურგის” სკოლის აღზრდილია და გერმანიაში სახელიც ამ გუნდში გაითქვა. 2013 წელს კი, “ვოლფსბურგის” მაისური მოირგო და 2015 წელს გერმანიის თასი და სუპერთასი მოიპოვა. ასევე, გახდა გერმანიის ვიცე-ჩემპიონი.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 16-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

0.126903