ფეხბურთი

20:45 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სარატე პრემიერლიგაში დაბრუნდა

ფლორენციის “ფიორენტინა” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მაურო სარატე კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “უოტფორდში” გააგრძელებს. ამის შესახებ ალბიონური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

29 წლის არგენტინელმა ვალტერ მაძარის გუნდთან კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. სარატესთვის ინგლისი ნაცნობი ადგილია. იგი მანამდე ლონდონის “ვესტ ჰემში”, ქპრ-სა და “ბირმინგემში” გამოდიოდა, თუმცა ინგლისში დღემდე ღირებული ვერაფერი შექმნა.

“ფიორენტინას” რიგებში კი, მიმდინარე სეზონში სერია ა-ს ეგიდით 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მაურო სარატეს სხვადასხვა დროს ასევე უთამაშია “ველეს სარსფილდში”, “ალ სადში”, “ლაციოსა” და “ინტერში”.

0.119825