ფეხბურთი

19:33 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

დუბაის შეკრების დასასრული: მარცხი იორდანიასთან

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დუბაის შეკრება მარცხით დაასრულა – “ჯვაროსნები” ამჯერად იორდანიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მიუხედავად მოლოდინისა, რომ მეორე სპარინგს მაინც მოიგებდნენ, ამის გაკეთება ვერ მოახერხეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი კი, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჰამზა ალ დარდურმა გაიტანა ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის კარში.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მატჩის ტრანსლაციისთვის თვალის მიდევნება შეუძლებელი გახდა, თამაშის პერიპეტიებზე უფრო ვრცლად რომ გვესაუბრა...

ასე და ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა დუბაის შეკრება ერთი ფრითა და ერთი მარცხით დაასრულა, უზბეკეთისა (2:2) და იორდანიის (0:1) ნაკრებებთან. ვლადიმირ ვაისის გუნდს შემდეგი შეხვედრა 24 მარტს თბილისში ელის – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, “დინამო არენაზე” სერბეთის ნაკრები გვესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115953