ინგლისურმა “ლივერპულმა” და ფელიპე კოუტინიომ თანამშრომლობა განაახლეს. როგორც “წითლების” ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელმა შემტევმა დღეს გუნდთან ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ოფიციალურ განცხადებაში ზუსტი თარიღი ნახსენები არაა.
კოუტინიოს “ლივერპულთან” კონტრაქტი 2017 წლის 1 ივლისს ეწურებოდა და ბოლო ხანებში გამუდმებით მიმდინარეობდა საუბარი “ბარსელონაში” მისი შესაძლო გადასვლის თაობაზე.
“ძალიან ბედნიერი ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით. ჩემთვის საამაყოა აქ დარჩენა – “ლივერპულში” ყველა გაშლილი ხელებით მეგებება”, - აღნიშნა კოუტინიომ.
კომენტარი იურგენ კლოპმაც გააკეთა:
“ეს ბრწყინვალე ამბავია და ჩვენი ყველა გულშემატკივარი ახლა ბედნიერია. კოუტინიო მსოფლიო დონის ფეხბურთელია”, - დასძინა კლოპმა.
ფელიპე კოუტინიო “ლივერპულში” 2013 წელს ჩაირიცხა და იქედან მოყოლებული პრემიერლიგის 163 შეხვედრაში 34 გოლის გატანა შესძლო.