კალათბურთი

11:36 | 25.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრიფინი პარკეტს დაუბრუნდა, “სან ანტონიომ” კანადაში იმარჯვა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

დღის ცენტრალური მატჩი კანადაში გაიმართა, სადაც “ტორონტო” “სან ანტონიოს” შეხვდა. მესამე პერიოდიდან მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თამაშის დასრულებამდე 5 წამით ადრე “სან ანტონიო” 107:106 იგებდა და საჯარიმო ხაზთან ლამარკუს ოლდრიჯი იდგა, რომელმაც ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა, და თავისი გუნდი ორი ქულით წინ გაიყვანა, ბოლო შეტევაში კი “ტორონტოს” კალათბურთელმა პოუველმა საფინალო სიერენასთან ერთად სამქულიანი ისროლა შეხვედრის მოსაგებათ, თუმცა ბურთმა კალათამდეც ვერ მიაღწია. ამრიგად, “ტორონტომ” 106:108 წააგო. ისიც უნდა ითქვას, რომ კანადელებს გუნდის ლიდერი დემარ დეროზანი არ ჰყავდათ, რომელსაც ტრავმა აწუხებს და კიდევ ერთ შეხვედრას გამოტოვებს. მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა კაი ლოურის ანგარიშზეა. “სან ანტონიოში” 21 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი საუკეთესო იყო.

18-მატჩიანი უთამაშებლობის შემდეგ პარკეტს “კლიპერსის” ერთ-ერთი ლიდერი ბლეიკ გრიფინი “ფილადელფიასთან” მატჩში დაუბრუნდა. ბლეიკმა 30 წუთში გუნდს 12 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი შესძინა. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ფილადელფიელებმა 121:110 იმარჯვეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა ჯამალ კროუფორდის ანგარიშზეა. “ფილადელფიაში” 19 ქულით ნოელი გამოირჩა.

“ორლანდო” – “ჩიკაგო” 92:100 (22:20, 27:32, 24:26, 19:22)

https://www.youtube.com/watch?v=2PGRKyNeODA

“ფილადელფია” – “კლიპერსი” 121:110 (27:29, 32:39, 30:21, 32:21)

https://www.youtube.com/watch?v=8wNfc9cvOJ8

“ტორონტო” – “სან ანტონიო” 106:108 (25:29, 29:32, 25:18, 27:29)

https://www.youtube.com/watch?v=Wr2ClLPC4xY

“ვაშინგტონი” – “ბოსტონი” 123:108 (33:24, 33:35, 25:21, 32:28)

https://www.youtube.com/watch?v=Uq9CknYeLG4

“დენვერი” – “იუტა” 103:93 (18:22, 33:17, 29:28, 23:26)

https://www.youtube.com/watch?v=g4HCTd3dpww

“ფინიქსი” – “მინესოტა” 111:112 (27:23, 29:36, 23:28, 32:25)

https://www.youtube.com/watch?v=JxWvVZJPHno

თეგებინბა
0.120827