ვეტერანი ინგლისელი მცველი ჯოლეონ ლესკოტი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას ლონდონის “სანდერლენდში” გააგრძელებს. “შავი კატების” ვებგვერდის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელი გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
ლესკოტი პრემიერლიგის აუტსაიდერს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. “სანდერლენდში” იგი 15 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. მისი ბოლო გუნდი კი, ათენის აეკი იყო, რომლის რიგებშიც ზაფხულში ჩაირიცხა.
ლესკოტმა ბერძნული კლუბის მაისური მხოლოდ 4 მატჩში მოირგო და ათენი მალევე დატოვა.