ფეხბურთი

20:45 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"გაზ მეთანმა" ხუბუტიას გოლით მოიგო

რუმინულმა "გაზ მეთანმა" ამხანაგურ მატჩში 1:0 სძლია უნგრეთის "შეგედის", ერთადერთი გოლი აკაკი ხუბუტიამ გაიტანა თავური დარტყმით. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. როგორც იცით, ხუბუტია 2009-2012 წლებშიც თამაშობდა "გაზ მეთანში", მერე რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და ახლა ისევ რუმინეთის გუნდშია.

აკაკიმ მანამდე ორი თამაში ჩაატარა: "გაბალასთან" 0:1 წააგეს, ქართველმა მეორე ტაიმში ითამაშა და ამ ტაიმში რუმინელებს ბურთი არ გაუშვიათ. შემდეგ კი "გაზ მეთანმა" 1:0 აჯობა უნგრულ "ჰონვედს" და ხუბუტიამ აქაც ერთი ტაიმი ითამაშა.

"გაზ მეთანი" მეოთხე ადგილზეა და ლიდერ "ვიტორულს" (ლეგენდარული გეორგე ჰაჯი წვრთნის) რვა ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117187