ფეხბურთი

16:23 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი ქართული ფეხბურთის თავისებურებებზე

უეფას ოფიციალურ საიტზე ვლადიმირ ვაისის კომენტარი გამოქვეყნდა. სლოვაკი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა უბურთოდ თამაშს უკავშირდება. სხვა მხრივ, ვაისმა დადებითი კუთხით ისაუბრა ქართულ ფეხბურთზე.

"ქართული ფეხბურთის ისტორიაში ბევრი ტალანტი ყოფილა. საკმარისია მხოლოდ ის თბილისის "დინამო" ვახსენოთ, რომელმაც 1981 წელს თასების თასი მოიგო. შემდეგ სხვა თაობა წამოვიდა: კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, მანამდე გიორგი ქინქლაძე, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" იყო და თამაშის მანერით დიეგო მარადონას ჰგავდა. მინდა გავიგო, რა აკლიათ თანამედროვე ქართველ ფეხბურთელებს, რათა წარმატებას მიაღწიონ.

... თითქმის ერთი წელია აქ ვარ და ამ დროის ნახევარი საწყისი სამი-ოთხი მატჩის ანალიზს მოვანდომე. გავიცანი ფეხბურთელები, მათი მენტალიტეტი შევისწავლე და უბრალო დასკვნა გამოვიტანე: საშუალო ქართველი ფეხბურთელი უფრო ნიჭიერია, ვიდრე საშუალო სლოვაკი. ამასთან, უფრო ტექნიკურები არიან, ბურთი მატი სტიქიაა, მაგრამ არცთუ ძალიან უყვართ უბურთოდ თამაში. წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვა, თუ ნაკრები ტაქტიკურად უფრო გამართულად ითამაშებს.

... ამ მიზნისკენ ეტაპ-ეტაპ მივდივართ. დრო მჭირდება, რათა უბურთოდ უკეთ თამაში ვასწავლო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, ვაკო ყაზაიშვილი. თუ ეს მოხერხდება, შედეგსაც მივიღებთ".

0.140067