თუ გახსოვთ, ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ რუსეთში გასამართი საფეხბურთო მუნდიალის ქომაგებზე არანაკლებად, ჩვენს “თბილ სამეზობლოში” მოგოგმანე მეძავებს ეიმედებათ, რადგან ამ ხელობის ქალბატონებს სწორედ ასეთი დიდი ღონისძიებების დროს აქვთ დიდი გასავალი.
ცოტა ხნის წინ, რუს მეძავებს რეკლამა ვლადიმერ პუტინმაც კი გაუკეთა, რომელმაც მის თანამემამულე სიძვის დიაცებს პროფესიონალიზმი შეუქო და განაცხადა, რომ რუსი მეძავების სახელი მთელს მსოფლიოშია გავარდნილი და რუსი ასულების ფეხთაშვერის ამბები დედამიწის მიყრუებულ კუნჭულშიც კი უწყიან.
როგორც ერთ-ერთი რუსული ბულვარული გამოცემა გვაუწყებს, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის მუნდიალამდე წელიწადნახევარია დარჩენილი, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში უკვე შეინიშნება მეძავთა მობილიზება და მსოფლიო ჩემპიონატის დროს მეძავთა მომსახურების ფასის გაზრდასაც უნდა ველოდოთ.