ფეხბურთი

10:15 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "პროგრესს გავაგრძელებთ"

საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა "ჯვაროსნების" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეაფასა. ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადებით, შეცდომებზე სწავლობენ და ნაკრები პროგრესს გააგრძელებს.

"მთლიანობაში საინტერესო თამაში გამოვიდა, ყველამ ბოლომდე ვიბრძოლეთ, კარგად ვითამაშეთ და კარგი იქნებოდა, მოგვეგო, მაგრამ გავუშვით გოლი. ეს ამხანაგური თამაში პირველი იყო ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში, შეცდომებზე ვსწავლობთ და ამიტომ პროგრესს გავაგრძელებთ", - თქვა კიტეიშვილმა.

ოთარ კიტეიშვილმა უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ 89 წუთი ითამაშა. ეს მისთვის სადებიუტო მატჩი გახლდათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

0.146718