დორტმუნდის “ბორუსიამ” 17 წლის ნიჭიერი შვედი თავდამსხმელი ალექსანდრ ისაკი შეიძინა. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. აღსანიშნავია, რომ ისაკი რამდენიმე დღის წინ ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის “რეალს” შეუთანხმდა, თუმცა როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეცვალა.
თინეიჯერ ფეხბურთელს საინტერესო მეტსახელიც აქვს: “შავი იბრა” – მიუხედავად ასკისა, ისაკმა უკვე მოასწრო შვედეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში. მიმდინარე თვის დასაწყისში მან ორჯერ ითამაშა სკანდინავიელთა მთავარ გუნდში (დებიუტი კოტ დივუართან ჰქონდა).
აქამდე, ალექსანდრ ისაკი სტოქჰოლმის “აიკის” ღირსებს იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც 2016 წელს 24 მატჩში 10 გოლი გაიტანა.