დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა და საკმაოდ შედეგიანადაც, თუმცა მისმა გუნდმა წააგო. ქართველი უკანახაზელის „პრიმორსკამ“ „ალპე ადრიას“ თასზე „ჰელიოსს“ უმასპინძლა და 56:71 დამარცხდა.
სანაძემ 13 ქულა მოაგროვა, რაც მის გუნდში ტროი ფრანკლინის შემდეგ (16) მეორე შედეგი გახლდათ. „ალპე ადრიას“ თასის საპასუხო შეხვედრა სანაძის გუნდს 6 თებერვალს სტუმრად ელის.
gbf.ge