საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უზბეკეთის ამხანაგური შეხვედრის დაწყებამდე მცირე დრო რჩება. უკვე ცნობილია, “ჯვაროსნების” სასტარტო შემადგენლობა.
ვლადიმირ ვაისმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:
კვასხვაძე; უ. ლობჟანიძე, ხოჭოლავა, რეხვიაშვილი, შერგელაშვილი; შონია, არაბული, კიტეიშვილი, ს. ლობჟანიძე, ტუღუში; ზივზივაძე
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, გოშაძე, გრიგალაშვილი, ტაბიძე, მამასახლისი, განუგრავა, დვალიშვილი, ხარაიშვილი, ქიმაძე, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი.
საქართველოსა და უზბეკეთის მატჩი დუბაის THE SEVENS STADIUM-ზე 17:00 საათზე დაიწყება.