მადრიდის “რეალში” ტრავმების ეპიდემია მძვინვარებს. მარსელოს შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს “სამეფო გუნდის” შუახაზის ლიდერი ლუკა მოდრიჩი. ხორვატი ნახევარმცველი ესპანურ გრანდს სამეფო თასის საპასუხო მეოთხედფინალში და ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში დანამდვილებით ვერ დაეხმარება.
მოდრიჩმა ტრავმა ლა ლიგის ბოლო ტურში, “მალაგასთან” შეხვედრაში მიიღო. მის გარდა, ამავე თამაშში “რეალს” მარსელოც დაუშავდა.
უკვე ცნობლია, რომ ზინედინ ზიდანს იტალიური “ნაპოლის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დანი კარვახალის, ლუკა მოდრიჩოს, გარეტ ბეილისა და მარსელოს გარეშე მოუწევს თამაში. მათ გარდა, მადრიდელთა ლაზარეთში ამჟამად ხამეს როდრიგესი და პეპეც იმყოფებიან.