დიდი სლემის 17-გზის ტრიუმფატორმა როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/8-ფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი მძიმე ბრძოლაში 6:7, 6:4, 6:1, 4:6, 6:3 დაამარცხა, შეხვედრა სამ საათსა და 27 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში როჯერი 0:4-ს აგებდა, მაგრამ შვეიცარიელმა სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც იაპონელმა უკეთ ითამაშა და 7:4 მოიგო. მეორე და მესამე სეტი ფედერერის წარმატებით დასრულდა და 2:1 დაწინაურდა. მეოთხე პარტიაში როჯერმა 2:1-ზე ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და 2:2-ზე ნიშიკორიმ მეტოქის ჩაწოდება აიღო და სეტებში ანგარიში 2:2 გახადა. გადამწვეტ მეხუთე სეტის სტარტზევე ფედერერმა ბრეიკი შეასრულა, რამაც საბოლოოდ მატჩის ბედი გადაწყვიტა.
როჯერმა 24 ეისი ჩააწოდა, ხოლო კეიმ – 6. ფედერერს აქტიური თამაშით 83 მოპოვებული ქულა ჰქონდა, ნიშიკორის – 42.
1/4-ფინალში ფედერერი ენდი მარეის გამმარცხებელ გერმანელ მიშა ზვერევს შეხვდება. მატჩი 24 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელი გერმანელს 2:0-ს ამარცხებს.