“იუვენტუსმა” 19 წლის ნიჭიერი იტალიელი შემტევი ნახევარმცველი რიკარდო ორსოლინი შეიძინა. “ასკოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა ტურინში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
აღნიშნული ტრანსფერი “იუვეს” 6.5 მილიონი ევრო დაუჯდა, სამომავლოდ კი, 5 მილიონი კიდევ დაემატება ბონუსების სახით. გარდა ამისა, ორსოლინი მიმდინარე სეზონს “ასკოლიში” ჩაამთავრებს.
რიკარდო ორსოლინიმ წელს სერია ბ-ში 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა. იტალიაში მას არიენ რობენს ადარებენ.