კალათბურთში ,,ა’’ ლიგის მონაწილე მარნეულის ,,დელტას’’ მთავარ მწვრთნელად ვეტერანი კალათბურთელი ლექსო ლაფანაშვილი დაინიშნა, რომელიც პარალელურად ზაზა ფაჩულიას საკალათბურთოა აკადემიაში ბავშვებს ავარჯიშებს. ამის შესახებ worldsport.ge-ს თავად ლაფანაშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ლაფანაშვილამდე ,,დელტას’’ ირაკლი მაისურაძე ავარჯიშებდა, რომელიც გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევაში დაეხმარა და ,,ა’’ ლიგის საგზური მოაპოვებინა.