კალათბურთი

10:57 | 19.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას ხუთი ქულა და გამარჯვება “ოკლაჰომასთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “ოკლაჰომა” 121:100 დაამარცხა (VIDEO). ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო, ამ დროში ზაზამ გუნდს 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 5-დან ერთი ორქულიანი და 5-დან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, დაპირისპირებაში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ოქროს შტატელებმა” 37:22 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 40 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა (12 მოხსნა). რასელ უესტბრუკმა კი მიმდინარე სეზონში 21-ე სამმაგი დუბლი გააკეთა - 27 ქულა, 15 მოხსნა და 13 პასი.

“გოლდენ სტეიტი” 36 მოგებით და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრაში “მეომრები” გასვლაზე “ჰიუსტონს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 21 იანვარს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

0.119178