ჭადრაკი

21:10 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიაში ქართველი მოჭადრაკეც თამაშობს

ჰოლანდია საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს მასპინძლობს, რომელიც პატარა ქალაქ ვეიკ-ან-ზეეში ტარდება. ამ ტურნირის მონაწილე სპორტსმენები, სიძლიერის მიხედვით A და B ჯგუფებში არიან გადანაწილებულნი.

თითოეულ ჯგუფში 14-14 სპორტსმენი თამაშობს. ტურნირი ერთ წრედ, ცამეტ ტურად ტარდება. A ჯგუფში სხვებთან ერთად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი და ვიცე-ჩემპიონი სერგეი კარიაკინიც გამოდის, როლებიც ერთმანეთს ბოლო, მეცამეტე ტურში შეხვდებიან. რაღა თქმა უნდა, გამორჩეულ ინტერესს ამ მოჭადრაკეების შეხვედრა იწვევს. ვეიკ-ან-ზეეში შეკრებილ მოჭადრაკეთა შორის ერთადერთი ქალბატონი B ჯგუფში გამოდის, რომელიც ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი სოფო გურამიშვილია.

A ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 3,5 ქულით ერთპიროვნულად უკრაინელი საერთაშორისო დიდოსტატი პაველ ელიანოვი ლიდერობს. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან და მეორე - მესამე ადგილებს კარლსენი და უესლი სო ინაწილებენ. წარუმატებლად თამაშობს გურამიშვილი, რომელსაც მხოლოდ ნახევარი ქულა აქვს და აუტსიდერია.

გთავაზობთ ინფორმაციებს A ჯგუფის შესახებ.

ტურნირის მონაწილეთა სია:

მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2840 ქულა)

უესლი სო (აშშ, 2808 )

სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2785)

ლევონ არონიანი (სომხეთი, 2780 )

ანიშ გირი (ჰოლანდია, 2773 )

იან ნეპომნიაში(რუსეთი, 2767)

პენტალა ჰარიკრიშნა(ინდოეთი,2766)

პაველ ელიანოვი (უკრაინა, 2755 )

რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი,2750)

დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 2736 )

ვეი ი (ჩინეთი , 2706 )

რიხარდ რაპორტი (უნგრეთი, 2702 )

ლიუკ ვან ველი (ჰოლანდია, 2695 )

ბაშკარან ახდიბანი (ინდოეთი, 2653 )

მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ახდიბანი - ელიანოვი 0:1

კარლსენი - ვეი ი 1:0

ჰარიკრიშნა-კარიაკინი 0,5:0,5

ვან ველი - სო 0: 1

გირი - ანდრეიკინი 0,5:0,5

არონიანი-ნეპომნიაში 0,5:0,5

რაპორტი-ვოიტაშეკი 0,5:0,5

სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ:

1.ელიანოვი-3,5 ქულა

2-3. კარლსენი, სო-3,0-3,0

4-5. ჰარიკრიშნა, კარიაკინი-2,5-2,5

6-9. ვეი ი ,ანდრეიკინი, არონიანი-2,0-2,0

10-11. ნეპომნიაში, ვოიტაშეკი-1,5-1,5

12-13. ახდიბანი, რაპორტი -1,0-1,0

  1. ვან ველი -0,5

მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი:

ელიანოვი-არონიანი

კარიაკინი-ახდიბანი

სო - ჰარიკრიშნა

ვოიტაშეკი-ვან ველი

ანდრეიკინი-რაპორტი

ვეი ი - გირი

ნეპომნიაში-კარლსენი

0.114398