ლონდონის “ტოტენჰემის “ 29 წლის მცველი იან ვერტონგენი 2 თვე იუქმებს. ტრავმა მან შაბათს, “ვესტ ბროვიჩთან” (4:0) პრემიერლიგის მატჩში მიიღო.
ბელგიელი შეხვედრის 64-ე წუთზე დაშავდა, რის შემდგომადაც მისი მოედნიდან გაყვანა გახდა აუცილებელი. როგორც მედიკოსები ამბობენ, სამედიცინო შემოწმებამ მას ტერფის დაზიანება აღმოუჩინა.
მიმდინარე სეზონში ვერტონგენმა ტოტენჰემის შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა.