ფეხბურთი

15:21 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პრემიერმინისტრი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანია ACS ჯგუფის ხელმძღვანელს და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შეხვდა.

როგორც პრემიერმინისტრის პრესსამსახური იტყობინება, გიორგი კვირიკაშვილმა ფლორენტინო პერესს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმართულება სივრცითი მოწყობაა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სივრცითი მოწყობის გეგმა ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

ACS ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა და მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ფლორენტინო პერესმა, ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.

ACS მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც პროექტებს მრავალ ქვეყანაში ახორციელებს. კომპანიის გლობალური წარმომადგენლობები ფუნქციონირებს გერმანიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში და ა.შ. ACS წამყვანი კომპანიაა სამოქალაქო და სამრეწველო კონსტრუქციების, სერვისებისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.

0.238806