ლოს ანჯელეს “კლიპერსის” გამთამაშებელი კრის პოლი პარკეტზე 6-8 კვირის განმავლობაში ვერ გავა. ESPN-ის ინფორმაციით, პოლს თითის ტრავმა აწუხებს, ოპერაცია უნდა გაიკეთოს და სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული დრო დასჭირდება.
მიმდინარე სეზონში კრის პოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 17.7 ქულას, 9.8 პასს, 5.3 მოხსნას და 2.2 ჩაჭრას აკეთებდა.