ფეხბურთი

10:36 | 18.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტელი მეკარე აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

ეგვიპტის ნაკრების ვეტერანი მეკარე ესამ ელ ჰადარი აფრიკის ეროვნებათა თასის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ იგი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე ითამაშა. ელ ჰადარმა გუშინ, მალის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა შეხვედრა და ეს 44 წლის ასაკში გააკეთა.

აქამდე აფრიკის თასზე ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ასევე ეგვიპტელი ფეხბურთელი იყო. კერძოდ, 2006 წელს ჰოსამ ჰასანმა 39 წლისამ იასპარეზა. როგორც ხედავთ, ელ ჰადარმა მისი რეკორდი 5 წლით გააუმჯობესა.

მალისა და ეგვიპტის ნაკრებთა მატჩს რაც შეეხება, იგი გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

0.112129