ფეხბურთი

18:57 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე 2016 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია

საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მოსკოვის “სპარტაკისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გახდა. გაზეთ “მსოფლიო სპორტისა” და ვებგვერდ WORLDSPORT.GE-ს გამოკითხვა 24 წლის ანანიძემ დიდი უპირატესობით მოიგო – მთლიანობაში ჩვენს გამოკითხვაში მონაწილეობა 2879 ადამიანმა მიიღო და ხმების თითქმის ნახევარი წილად ჯანოს ხვდა.

“სპარტაკის” შემტევს მხარი 48.9%-მა დაუჭირა და დიდი უპირატესობით მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. მეორე ადგილზე თორნიკე ოქრიაშვილი გავიდა ხმების 10%-ით, ხოლო მესამე პოზიცია ვაკო გვილიამ დაიკავა 7.4%-ით.

ტრადიციულ გამოკითხვაში ასევე ტრადიციულად 22 ფეხბურთელი იყო ნომინირებული და ჩვენს ვებგვერდზე მკითხველს ხმის მიცემა ერთი კვირის განმავლობაში შეეძლო.

ჯანო ანანიძემ “მსოფლიო სპორტის” ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მეორედ მოიპოვა. პირველად ასეთი პატივი ანანიძეს 7 წლის წინ, 2009 წელს ერგო.

წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს “მსოფლიო სპორტის" მკითხველი 2006 წლიდან მოყოლებული ირჩევს. ამ დროის განმავლობაში გულშემატკივარმა საუკეთესოს წოდება სამჯერ მიანიჭა გიორგი მერებაშვილს, ორ-ორჯერ თორნიკე ოქრიაშვილსა და ჯანო ანანიძეს, ხოლო თითოჯერ გამარჯვება ლევან ცქიტიშვილმა, გურამ კაშიამ, კახა კალაძემ და ჯაბა კანკავამ მოიპოვეს. თუმცა, კანკავას შემთხვევა ოდნავ განსხვავებული იყო – საუკეთესოს წოდება მას ჩვენმა რედაქციამ მიანიჭა.

აქვე წარმოგიდგენთ 2016 წლის საბოლოო შედეგებს:

ჯანო ანანიძე – 48.9%

თორნიკე ოქრიაშვილი – 10.0%

ვაკო გვილია – 7.4%

გურამ კაშია – 6.2%

ბუდუ ზივზივაძე – 5.5%

დავით სხირტლაძე – 3.8%

გიორგი ქიმაძე – 3.8%

ვაკო ყაზაიშვილი- 2.2%

ლევან მჭედლიძე – 2.1%

თეიმურაზ შონია – 1.8%

ნიკა კაჭარავა – 1.7%

გიორგი მაკარიძე – 1.4%

საბა ლობჟანიძე – 1.3%

გიორგი ქვილითაია – 0.9%

სოლომონ კვირკველია – 0.7%

ჯაბა ჯიღაური – 0.5%

გიორგი აბურჯანია – 0.4%

ნიკა კვეკვესკირი – 0.3%

ოთარ კიტეიშვილი – 0.3%

ჯაბა ლიპარტია – 0.2%

გიორგი ჭანტურია – 0.2%

სანდრო კობახიძე – 0.2%

0.112927