დიდი სლემის 22-გზის ჩემპიონმა სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა მოიგო, სერენამ შვეიცარიელი ბელინა ბენჩიჩი 6:4, 6:3 დაამარცხა (VIDEO). უილიამსმა ორივე სეტში პრობლემების გარეშე იმარჯვა. შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.
მომდევნო მატჩში სერენა ჩეხ ლუსი საფაროვას შეხვდება, თამაში 19 იანვარს, თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.
ავსრალიის ღია პირველობის მთლიანი საპრიზო ფონდი 50 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.