ფეხბურთი

11:20 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბიუტნერი “ვიტესში” დაბრუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი ალექსანდერ ბიუტნერი კარიერას “ვიტესში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია არნემული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

27 წლის მარცხენა მცველმა მოსკოვის “დინამო” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა.

ცნობისთვის, ბიუტნერი 16 წლიდან “ვიტესის” საფეხბურთო აკადემიაში თამაშობდა, ხოლო 2012 წელს “მანჩესტერ იუნაიტედმა” 5 მილიონ ევროდ იყიდა. ალექსანდერის ინგლისური კარიერა წარმატებული ვერ გამოდგა და 28 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. 2014 წელს კი, 5.5 მილიონ ევროდ მოსკოვის “დინამოში” გადავიდა, რომელიც გასულ სეზონში პრემიერლიგიდან გავარდა.

0.113908