ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ფეხბურთს უბრუნდება. ამის შესახებ მისმა ძმამ და ამავდროულად აგენტმა, რობერტო ასისმა დააანონსა. მისი განცხადებით, რონალდინიოს ისეთ გუნდში თამაში სურს, რომელიც კოპა ლიბერტადორესის თასზე იასპარეზებს:
“ერთწლიანი პაუზის მერე, მას შემდგომ, რაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა და გაეცნო იმ ქვეყნებს, სადაც არასდროს ყოფილა, რონალდინიოს ფეხბურთის თამაში ისევ სურს”, - უთხრა ასისმა ურუგვაულ გამოცემა “ელ პაისს”.
როგორც ცნობილია, ბრაზილიელ ფეხბურთელს ამ ეტაპზე სამი ვარიანტი გააჩნია: “შაპეკოენსე”, “კურიტიბა” და მონტევიდეოს “ნასიონალი”.
რონალდინიოს ბოლო გუნდი ბრაზილიური “ფლუმინენსე” გახლდათ.