ფეხბურთი

16:43 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გუგეშაშვილი და ასათიანი "იაგელონიას" შეკრებაზე

პოლონურმა "იაგელონიამ" ლუკა გუგეშაშვილი და ლუკა ასათიანი თურქულ შეკრებაზე წაიყვანა. ისინი შარშან იანვარს შეუერთდნენ ბიალისტოკის კლუბს, თუმცა მხოლოდ ამხანაგურებში აქვთ ნათამაშები.

მეკარე გუგეშაშვილიც და მცველი ასათიანიც 1999 წელს არიან დაბადებულნი. ისინი, შესაბამისად, თბილისის "დინამოდან" და 35-ე საფეხბურთო სკოლიდან მოხვდნენ პოლონურ კლუბში. ორივენი წლეულს ხდებიან 18 წლის, მერე კი შეეძლებათ ძირითადი გუნდის ოფიციალურ მატჩებში თამაში.

გუგეშაშვილის გარდა, "იაგელონიას" სამი მეკარე ჰყავს წაყვანილი.

0.12687