ფეხბურთი

14:07 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რუბინმა” კვირკველია ესპანეთში წაიყვანა

ყაზანის “რუბინს” საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია, როგორც ჩანს, მართლაც არ ეთმობა. ყოველ შემთხვევაში, ყაზანელები დღეს ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრნენ და მათ შორის ქართველი მოთამაშეცაა.

“რუბინი” პირინეის ნახევარკუნძულზე 26 იანვრამდე დარჩება და ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

რაც შეეხება კვირკველიას სიტუაციას – ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რუბინში” დარჩენა არც ფეხბურთელმა გამორიცხა და არც მისმა აგენტმა.

0.109436