ფეხბურთი

3:30 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" წააქციეს (+VIDEO)
"სევილია" - "რეალი" 2:1

მადრიდის "რეალმა" 40 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ზინედინ ზიდანის გუნდი ძალიან ახლოს იყო, რომ ბრწყინვალე სვლა გაეგრძელებინა, მაგრამ "რამონ სანჩეს პისხუანზე" "სევილიასთან" მატჩის მიწურულს ორი გოლი გაუშვა და წააგო.

არადა, "სამეფო გუნდი" 67-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს გოლით იგებდა, მაგრამ ჯერ 85-ე წუთზე სერხიო რამოსის ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში სტევან იოვეტიჩმა ანდალუზიელებს მოაგებინა. სხვათა შორის, იოვეტიჩმა "სევილიაში" მეორე მატჩი ჩაატარა, მეორეჯერვე "რეალის" წინააღმდეგ და გოლი ორივე შეხვედრაში გაიტანა.

"რეალს" აქამდე ბოლოს გასული წლის 6 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაზე ჰქონდა წაგებული გერმანულ "ვოლფსბურგთან".

0.118213