სხვა

22:21 | 15.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი ჯგუფი იტალიამ მოიგო

სახელბურთო ევრო 2020-ის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში გავიდნენ იტალია, ესტონეთი და საბერძნეთი. დანარჩენი 6 გუნდი, მათ შორის საქართველოს, საგზურისთვის ივნისში, ჩელენჯ ტროფიზე იბრძოლებს.

მესამე ჯგუფის ბოლოსწინა ტურში ლუქსემბურგმა შინ 24-23 დაამარცხა იტალია. კვირას, სირაკუზაში საპაუხო მატჩის ბოლო წუთზე იტალია იგებდა ერთით, 25-24, მაგრამ ეს ანგარიში ლუქსემბურგს აწყობდა, რადგან საერთო სხვაობა უკეთესი ჰქონდა. იტალიას ორი მოთამაშე ჰყავდა გაძევებული და ბოლო შეტევაში 5 კაცით წავიდა, მაგრამ ზედ ბოლო წამზე დეან ტურკოვიჩმა შორიდან გაიტანა - 26-24 და იტალია უკეთესი პირადი ბალანსით გავიდა მეორე შესარჩევ ეტაპზე.

მეორე ჯგუფში ესტონეთი შინ 18-28 დამარცხდა თურქეთთან, მაგრამ სტუმრად 20-18 დაამარცხა და ქულით გადაასწრო. გადამწყვეტი აღმოჩნდა ქულა, რომელიც თურქეთმა კოსოვოში დაკარგა. პირველი ჯგუფის ტურნირი ერთ წრედ, ფარერის კუნძულებზე გაიმართა და ის საბერძნეთმა მოიგო.

საბერძნეთი, იტალია და ესტონეთი შეუერთდნენ ევროპის 27 ქვეყანას, რომლებიც პირდაპირ მეორე ეტაპზე იყვნენ დაშვებულები. საქართველო, ლუქსემბურგი, თურქეთი, კოსოვო, კვიპროსი და ფარერები ივნისში დამატებითი საგზურისთვის ითამაშებენ ჩელენჯ ტროფიზე, რომლის მონაწილეთა ასაკი 25 წლით იქნება შემოსაზღვრული.

ევრო 2020 პირველი ევროპის ჩემპიონატია, რომელზეც 24 გუნდი ითამაშებს. 20 საგზური გათამაშდება 2018 წლის შემოდგომიდან 2019 წლის ივნისამდე მთავარ შესარჩევ რაუნდში. ფინალური ტურნირის მასპინძლები, შვედეთი, ნორვეგია და ავსტრია, ასევე 2018 წლის ევროპის ჩემპიონი შესაარჩევი ტურნირიდან თვისუფლები არიან.

ხელბურთი, ევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი

3 ჯგუფი: იტალია 6 ქულა (+1) - ლუქსემბურგი 6 (-1), საქართველო 0

2 ნოემბერი. იტალია-საქართველო 26-19, 6 ნოემბერი. საქართველო-იტალია 25-28

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი 24-31, 7 იანვარი, ლუქსემბურგი-საქართველო 35-29

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია 24-23, 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი 26-24

2 ჯგუფი: ესტონეთი 6 - თურქეთი 5, კოსოვო 1

02.11.16 თურქეთი - კოსოვო 26-22, 06.11.16 კოსოვო - თურქეთი 24-24

04.01.17 კოსოვო - ესტონეთი 17-31, 08.01.17 ესტონეთი-კოსოვო 27-23

11.01.17 ესტონეთი-თურქეთი 18-28, 15.01.17 თურქეთი-ესტონეთი 18-20

1 ჯგუფი (ფარერის კუნძულებზე): საბერძნეთი 4, კვიპროსი 2, ფარერები 0

13.01.17 კვიპროსი-ფარერები 20-19

14.01.17 საბერძნეთი-კვიპროსი 24-17

15.01.17 ფარერები-საბერძნეთი 24-26

თითო გამარჯვებული გავიდა მეორე ეტაპზე. დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს იღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში

ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017. აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, ანდორა, ირლანდია, სომხეთი + 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან: საქართველო, კოსოვო, ლუქსემბურგი, თურქეთი, ფარერები, კვიპროსი

მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი (27 გუნდი, გამოაკლდება ევროპის 2018 წლის ჩემპიონი) + 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან: ესტონეთი, საბერძნეთი, იტალია + ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული

ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი - შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი

0.116193