ფეხბურთი

19:15 | 15.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

იკარდი: "ჩინეთში კარიერის დასრულება ყოველთვის შეიძლება"

მილანის "ინტერის" არგენტინელმა თავდამსხმლმა მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ იტალიაში თავს ბედნიერად გრძნობს და ჩინეთის ჩემპიონატში თამაში არ სურს.

"ჩინეთი? "ინტერთან" კონტრაქტი გავახანგრძლივე. გუნდში თავს ბედნიერად ვგრძნობ, ჩინეთში კი კარიერის დასრულება ყოველთვის შეიძლება." - ციტირებს GOAL-ი სამხრეთამერიკელის სიტყვებს.

იკარდი "ნერაძურის" რიგებს 2013 წელს "სამპდორიადან" შეუერთდა. მას შემდეგ არგენტინელმა თავდამსხმელმა 129 მატჩში 68 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში კი იკარდი 15 გოლით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერია.

0.113725