ფეხბურთი

0:54 | 15.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გია გრიგალავა რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გია გრიგალავა რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა. 27 წლის ქართველი მცველი ამიერიდან ტულის “არსენალის” ღირსებას დაიცავს. როგორც რუსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, გრიგალავამ გუნდთან 1.5+1 წლის სისტემით გააფორმა კონტრაქტი. გრიგალავა “არსენალში” თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა, რადგან კვიპროსულ “ეთნიკოსთან”, სადაც ის ბოლოს ირჯებოდა, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

გრიგალავას კარიერის უმეტესი ნაწილი სწორედ რუსეთში აქვს გატარებული. სხვადასხვა დროს მას “სკა-როსტოვის”, “კრილია სოვეტოვის”, “როსტოვის”, "ვოლგას", “ანჟისა” და “მოსკვას” რიგებში უთამაშია.

გია გრიგალავას საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროს რეგულარულად ვხედავდით და ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსება 22 მატჩში დაიცვა.

ტულის "არსენალი" კი, რუსეთის პრემიერლიგაში 17 ტურის შემდგომ 12 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე იმყოფება.

0.120977