27 წლის ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ კვიპროსული "ეთნიკოსი"ორმხრივი შეთანხმებით დატოვა. გრიგალავამ სთხოვა კლუბს, რომ კონტრაქტი ნაადრევად შეწყვეტილიყო და თანხმობა მიიღო. ეს კვიპროსული საიტების ცნობით.
დიდი შანსია, გრიგალავამ ტულის "არსენალში" გააგრძელოს კარიერა. ეს კლუბი რუსულ პრემიერლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა. სავარაუდოდ, ქართველის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.
გრიგალავას არაერთ რუსულ გუნდში უთამაშია: "სკა-როსტოვში", "მოსკვაში", "როსტოვში", "ვოლგაში", "კრილიასა" და "ანჟიში"... გრიგალავამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 21 მატჩი ჩაატარა.