აზერბაიჯანული “გაბალას” შემადგენლობაში თავი გატანილი გოლით გამოიჩინა ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა. ჩვენებურის გუნდი ამჟამად ანტალიაში შეკრებაზე იმყოფება, სადაც ალბანეთის წარმომადგენელ “პარტიზანს” დაუპირისპირდა.
სწორედ ამ გუნდის კარი დალაშქრა ნიკამ – გოლი კი, მართლაც ლამაზი გამოუვიდა, პირდაპირ საჯარიმო დარტყმით შეაგდო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ გოლით “გაბალა” მატჩს იგებდა, საბოლოოდ ორი გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა.