მსოფლიო ჩემპიონობისთვის მატჩში ინდოელმა ვიში ანანდმა ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი თეთრი ფიგურებით დაამარცხა და შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა – 1.5:1.5.
ცნობისთვის, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, ინდოელმა დიდოსტატმა ნორვეგიელს პირველად სძლია. უკანასკნელად, ანანდმა კარლსენი 2010 წლის 11 დეკემბერს ლონდონის ჩჰესს ჩლასსიც-ზე დაამარცხა.
რუსეთის ქალაქ სოჭში მიმდინარე დაპირისპირების მე-4 ტური 12 ნოემბერს შედგება და თეთრებით უკვე კარლსენი ითამაშებს.