ფეხბურთი

13:48 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” გრიგალავას შეძენას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი გია გრიგალავა შესაძლოა რუსეთის პრემიერლიგას დაუბრუნდეს. ავტორიტეტული გამოცემა “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, პრემიერლიგის ბინადარი ტულის “არსენალი” 27 წლის გრიგალავათია დაინტერესებული. ამ დროისთვის შესაძლო ტრანსფერის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

გია გრიგალავს არაერთ რუსულ გუნდში უთამაშია, მათ შორის პრემიერლიგის ბინადრებშიც: “კრილია სოვეტოვი”, “ანჟი”, “ვოლგა”, “როსტოვი” და “მოსკვა”.

გია გრიგალავა ამჟამად კვიპროსში “ეთნიკოსის” ღირსებას იცავს, რომლის რიგებშიც მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა. განაპირა მცველს საქართველოს ნაკრებში 22-ჯერ აქვს ნათამაშები.

0.114424