იტალიური “მილანის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ლუის ადრიანო კარიერას მოსკოვის “სპარტაკში” გააგრძელებს. სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ბრაზილიელმა ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა. სამხრეთამერიკელი მოსკოვში ანაზღაურების სახით წელიწადში 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.
ლუის ადრიანო “მილანში” 2015 წელს დონეცკის “შახტარიდან” გადავიდა, მაგრამ იტალიაში ათამაშება ვერ შესძლო და “როსონერი” ისე დატოვა, მხოლოდ 6 გოლი გაიტანა.