ფეხბურთი

14:20 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" ჯეფრი შლუპი გაყიდა

ინგლისის ჩემპიონმა “ლესტერ სიტიმ” 24 წლის თავდამსხმელი ჯეფრი შლუპი “კრისტალ პალასში” გაასხვისა. ლონდონური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 24 წლის განელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე გაფორმდა.

“ლესტერმა” კი აფრიკელი შემტევის სანაცვლოდ 13 მილიონი ევრო მიიღო. შლუპი სემ ელერდაისისთვის პირველი შენაძენია “კრისტალ პალასში”.

ჯეფრი შლუპი “ლესტერის” ღირსებას 2010 წლიდან იცავს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. მიმდინარე სეზონში კლაუდიო რანიერიმ მას თამაშის საშუალება ცხრაჯერ მისცა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

0.11354