ფეხბურთი

13:31 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" არ ჩერდება: 19 წლის ვუნდერკინდი სერია B-დან იტალიის ჩემპიონში

იტალიის ჩემპიონი “იუვენტუსი” აგრძელებს ახალგაზრდა ფეხბურთელების ყიდვას. მატია კალდარას შემდეგ “ბებერი ქალბატონის” რიგებს კდიევ ერთი ნიჭიერი მოთამაშე შეავსებს – რიკარდო ორსოლინი, რომელიც სერია B-ს ბინადარ “ასკოლიში” გამოდის.

19 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც სამშობლოში “ახალ რობენს” უწოდებენ, “იუვესთან” ოფიციალურ კონტრაქტს ორშაბათს გააფორმებს. “ასკოლი” კი მის სანაცვლოდ 5.5 მილიონ ევროსა და ამასთან, ბონუსებსაც მიიღებს. თავად შემტევი ტურინულ გრანდთან ხელშეკრულებას 2022 წლამდე გააფორმებს.

რიკარდო ორსოლინიმ “ასკოლიში” მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

0.134331