News

11:23 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიმონე ძაძა პრიმერადივიზიონში

იტალიელი თავდამსხმელი სიმონე ძაძა კარიერას ესპანეთში, “ვალენსიაში” გააგრძელებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და ძაძა ვალენსიაში დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის რის მერეც, კონტრაქტიც გაფორმდება.

ხელშეკრულების თანახმად, “იუვენტუსი” იჯარის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თუ სიმონე “მესტალიაზე” 10 შეხვედრას მაინც ჩაატარებს, “ღამურებს” მისი გამოსყიდვა 16 მილიონად მოუწევთ. თვითონ ფეხბურთელი კი, 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სეზონში 2.6 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით.

სიმონე ძაძა “იუვენტუსში” 2015 წელს “სასულოდან” გადავიდა, მაგრამ ტურინში ვერ დამკვიდრდა. მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი მან ლონდონის “ვესტ ჰემში” გაატარა, თუმცა ინგლისი უსახელოდ დატოვა.

0.113343