ესპანეთის თასი

11:18 | 14.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" სერხიო რამოსის დასჯას ითხოვს

საფეხბურთო კლუბი “სევილია” მადრიდის “რეალის” მცველის, სერხიო რამოსის დასჯას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ანდალუზიელებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს უკვე აცნობეს.

“სევილიამ” გადაწყვიტა, რომ მიმართოს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას. სერხიო რამოსის ქმედება გატანილი გოლის შემდეგ არღვევდა დისციპლინარულ მოთხოვნებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სერხიო რამოსმა სამეფო თასზე ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნა, რამაც სევილიელი გულშემატკივრის გულისწყრომა გამოიწვია.

0.115073